გუნდი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში

მარსელ როთიგი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი

marcel.roethig(at)fes.de

მარსელ როთიგი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორია 2022 წლის ოქტომბრიდან. ფრიდრიხ ებერტის ფონდში ის 2013 წლიდან მუშაობს. ის იყო უკრაინის (2016-22), მოლდოვის (2021-22), ბელორუსის (2016-20) წარმომადგენლობების დირექტორი და დირექტორის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში (2014-16). მარსელი სწავლობდა პოლიტიკის მეცნიერებას ბერლინში და მუშაობდა გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე წევრის ასისტენტად.

სალომე ალანია

პროექტების მენეჯერი

რეგიონული პროექტები და აზერბაიჯანი

salome.alania(at)fes.de

სალომე ალანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას 2015 წელს შეუერთდა და მართავს რეგიონული და  აზერბაიჯანის პროექტების პორტფოლიოს. მას აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე სახელმწიფო უწყებებში (GIZ/CIM-ის პროგრამის "მიგრაცია განვითარებისთვის", “დაბრუნებული ექსპერტების” პროგრამის  ფარგლებში) მუშაობის დიდი გამოცდილება.  სალომე არის PMP-ს  სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (პროექტის მართვის პროფესიონალი), ასევე ეჯაილის სერთიფიცირებული პრაქტიკოსი (PMI-ACP /Agile Certified Practitioner) და ფლობს ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ეკონომიკის და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხს.

ელენე გამცემლიძე

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ბუღალტერი

elene.gamtsemlidze(at)fes.de

ელენე გამცემლიძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში 2005 წლის აპრილიდან მუშაობს. ის სწავლობდა ეკონომიკასა და სამართალს საქართველოსა და გერმანიაში. ფონდში მოსვლამდე ელენე მუშაობდა ფოლკსვაგენის წარმომადგენლობაში, ტელევიზია "იმედში" და საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში

ია თიკანაძე

ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

ia.tikanadze(at)fes.de

ია თიკანაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორია 1994 წლიდან. ფონდში მოსვლამდე ის იყო საქართველოს სამეცნიერო აკადემიის, ეროვნული ურთიერთობების კვლევითი ცენტრის მკვლევარი. ის აწარმოებდა კვლევით სამუშაოებს საგარეო პოლიტიკის გერმანულ საზოგადოებაში (DGAP), 1993-1994 წლებში და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ბონის ოფისში 1991 წელს. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის მორის ტორესის უცხო ენათა ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

ირინა სეფერთელაძე

პროექტების მენეჯერი / PMP / PMI-ACP

irina.seperteladze(at)fes.de

ირინა სეფერთელაძე 2002 წლის მარტიდან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პროექტების კოორდინატორია. გუნდში გაწევრიანებამდე ის მუშაობდა გერმანიის საელჩოში და EU-TACIS-ის პროექტში "მოსამართლეების ტრეინინგი საქართველოში". ირინა სეფერთელაძე სწავლობდა გერმანულ ენასა და სამართალს საქართველოში, გერმანიასა და ავსტრიაში.

მარიამ მათიაშვილი

მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში

mariam.matiashvili(at)fes.de

მარიამ მათიაშვილი არის FES Just Climate-ის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში. მანამდე ეკავა პროექტების მენეჯერის პოზიცია FES სამხრეთ კავკასიის ოფისში. მარიამს საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს და ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მენეჯმენტის სფეროში. მარიამი პროექტების მართვის ინსტიტუტის სერთიფიცირებული პროექტების მენეჯერია (PMI-PMP, PMI-ACP). მარიამი ფლობს ედინბურგის უნივერსიტეტიდის მაგისტრის ხარისხს (საჯარო პოლიტიკის სწავლება), და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხს.

ლინა ჟვანია

ბუღალტერი

lina.zhvania(at)fes.de

მარი ზულიაშვილი

ოფისის მენეჯერი

mariam.zuliashvili(at)fes.de

მარი ზულიაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში ოფისის მენეჯერად 2020 წლის იანვრიდან მუშაობს. ის სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებას და საერთაშორისო ურთიერთობებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUBG). გუნდში მოსვლამდე მარი მუშაობდა დირექტორის ასისტენტად ფონდში - "შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის".

გიორგი სულაკაური

თარჯიმანი / საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

giorgi.sulakauri(at)fes.de

გიორგი სულაკაური ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში 2013 წლის ივნისიდან მუშაობს. ის სწავლობდა ეკონომიკასა და არქიტექტურას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ფონდში მოსვლამდე გიორგი მუშაობდა პროექტის კოორდინატორის ასისტენტად GTZ-ისა და KFW/GFA-ს პროექტებში, მიწის მენეჯმენტისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში.

ტარიელ წიკლაური

მძღოლი / ტექნიკური ასისტენტი

tariel.tsiklauri(at)fes.de

ტარიელ წიკლაური ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში 2002 წლიდან მუშაობს. ის სწავლობდა საინჟინრო და სამშენებლო ფაკულტეტებზე. ფონდში მოსვლამდე ტარიელი მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვადასხვა სამშენებლო კომპანოაში.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა სომხეთში

ნაირა გევორგიანი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სომხეთის წარმომადგენლობის დირექტორი

naira.gevorgyan(at)fes.de

ნაირა გევორგიანი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სომხეთის წარმომადგენლობის დირექტორია1995 წლიდან. მანამდე ის მუშაობდა ერევნის კომერციულ ბანკ "ელიტაში" და გერმანული, სომხური და რუსული ენების თარჯიმნად. ქალბატონი გევორგიანი სწავლობდა ერევნის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში, გერმანული და რუსული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე.

ლიანია ბადალიანი

პროექტების მენეჯერი

liana.badalyan(at)fes.de

ლიანა ბადალიანი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სომხეთის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერად 2011 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ის სწავლობდა სამართალს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე გერმანულ ენასა და პოლიტიკურ მეცნიერებას ერევანში, ბრუსოვის სახელობის ენათა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში და სოციალურ მეცნიერებებს ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტსა და როსტოკის უნივერსიტეტებში. ფონდში მოსვლამდე ლიანა ასწავლიდა გერმანულ ენას ერევნის ბრიუსოვის სახელობის ენებისა და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შუშანა სირაკანიანი

პროექტების მენეჯერი

shushana.sirakanyan(at)fes.de

შუშანა სირაკანიანი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სომხეთის ოფისში 2020 წლიდან მუშაობს. შუშანა სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებას ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს პოლიტიკური ტექნოლოგიების და მარკეტინგის მაგისტრის ხარისხი. ფონდში მოსვლამდე შუშანა მუშაობდა იურიდიულ კონსულტანტად და იყო ახალგაზრდული ინიციატივის -  სომხეთის სოციალ-დემოკრატიული პლატფორმის წევრი.

ნარეკ სუკიასიანი

ასოცირებული მკვლევარი

narek.sukiasyan@fes.de

ნარეკ სუკიასიანი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სომხეთის ოფისში 2020 წლიდან მუშაობს. ნარეკი სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს კლუჟ-ნაპოკაში, დუისბურგში და პრაღაში. მას აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონალური პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. ფონდში მოსვლამდე ნარეკი მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციულ ცენტრში.

 

ალექსანდერ ბაღდასარიანი

მძღოლი / ტექნიკური ასისტენტი

ალექსანდერ ბაღდასარიანი ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში 2008 წლიდან მუშაობს. ის სწავლობდა სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტში, სპორტის პედაგოგიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ფონდში მოსვლამდე ის მუშაობდა რამდენიმე კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად.

ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de