20.02.2023

„საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (გათავისუფლება)

2022 წელს, ასოციაციის „ევროპის დროით“ ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ჩატარდა კვლევა „საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (გათავისუფლება)“.

კარგი საჯარო მმართველობის პრინციპის რეალიზება ქვეყნის აღიარებული პრიორიტეტია დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესში.  საჯარო მმართველობის ცენტრალური სუბიექტია საჯარო მოხელე. მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კი მათი გათავისუფლების რეგულირება და პრაქტიკა, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოში სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს.  ამდენად, კვლევის მიზანი იყო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის დინამიკისა და საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგების შეფასება საჯარო მოხელეთა გათავისუფლების მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე.

კვლევა ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

ა)  შესწავლილია საჯარო მოხელეთა გათავისუფლების მდგომარეობა 2017-2021 წლების პერიოდში;
ბ) განხილულია სასამართლო გადაწყვეტილებები (ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკა);
გ) ჩატარებულია სოციოლოგიური გამოკითხვა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან;
დ) შეჯამებულია კვლევის შედეგები და შემუშავებულია რეკომენდაციები.

კვლევა გამოიცა ორი ფორმით:

ა) კვლევის სრული ტექსტი (ქართულ ენაზე);
ბ) პოლიტიკის დოკუმენტი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

კვლევის ავტორები არიან დამოუკიდებელი პროფესიონალები და აკადემიის წარმომადგენლები.

ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი (კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი), კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკატერინე გასიტაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დავით ომსარაშვილი, სოლიდარობის ქსელი, უფროსი იურისტი; კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de