2020 წლის ნოემბრიდან ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისი ახორციელებს ახალ პროექტს, „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, რომლის მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა თბილისსა და საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით, და მეორეს მხრივ, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას შრომის მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, ინტენსიური სწავლების და მენტორობის ახალი მოდელის დანერგვის გზით, რაც მათ კომპეტენციებსა და უნარებს აამაღლებს და მათვის რეალური დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ევროკავშირის პროგრამის - "განათლება დასაქმებისთვის’ (Skills4Jobs) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისთან (FES Georgia) ერთად შედიან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC).
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი
საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
georgia(at)fes.de
სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
armenia(at)fes.de