რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია 2023

კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევებზე.

საერთაშორისო ექსპერტებმა ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განვითარებული რეგიონული უსაფრთხოების დინამიკა ევროპისა და აზიის კონტინენტზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები, რეგიონული ძალების საგარეო პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის უახლესი გეოპოლიტიკური ტენდენციები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანთან ისე ახლოსაა, ვიდრე არასდროს მანამდე. „იმისთვის, რომ მივაღწიოთ აღნიშულ მიზანს, საერთაშორისო თანამეგობრობა დაუჭერს და უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ პროცესში, განსაკუთრებით , კი რუსეთის მხრიდან ქვეყნის დასუსტებისა და დაყოფის მიმდინარე მცდელობების ფონზე“.

კონფერენცია გაიმართა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich Ebert Stiftung) მხარდაჭერით.


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de