06.05.2026

ეკონომიკური ზრდა და მისი გავლენა ცხოვრების დონეზე საქართველოში.

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სიღრმისეულ კვლევას, რომელიც აანალიზებს საქართველოს ეკონომიკურ ტრაექტორიასა და მის გავლენას მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.

კვლევის მთავარი ფოკუსია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარადოქსი — რატომ ვერ გარდაიქმნება მაკროეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების დონის თანაბარ და რეალურ გაუმჯობესებად.

დოკუმენტის პირველ ნაწილში დეტალურად არის განხილული ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები (2004-2025 წწ.), ეკონომიკის სტრუქტურული გამოწვევები, რეგიონული უთანასწორობის გეოგრაფიული განზომილება და კაპიტალის მკვეთრი ასიმეტრია. ასევე, გაანალიზებულია შრომის ბაზრის დინამიკა, მიგრაცია, სოციალურ-ეკონომიკური სტრატიფიკაცია და საბაზისო სერვისების (წყალმომარაგება, ჯანდაცვა, განათლება) ხელმისაწვდომობის პრობლემები.

ნაშრომის მეორე ნაწილი სრულად ეთმობა სარეკომენდაციო წინადადებებს. ავტორი მკითხველს სთავაზობს ეკონომიკური სისტემის ახალ ფილოსოფიასა და მიზნობრივი განვითარების მოდელს. შემოთავაზებულია ფისკალური ტრანსფორმაციის სტრატეგიული ჩარჩო, დეცენტრალიზაციის მექანიზმები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელების ხედვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეს პუბლიკაცია მნიშვნელოვანი რესურსია პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

ავტორი: თენგიზ შერგელაშვილი 

კვლევითი გუნდი: გიორგი (გია) ხეჩინაშვილი, რუსუდან მაჩაიძე, დავით ყიფიანი, გივი ხაჭაპურიძე

ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა: ხათუნა გურჯიშვილი, ანა ასათიანი

გამოცემის წელი: 2025 

გამომცემლები: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს განვითარების პლატფორმა


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de