25.09.2023

დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის - ახალგაზრდობის კვლევა 2023

პუბლიკაცია წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, ემპირიულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ახალგაზრდა თაობის განწყობას, ცნობიერებას თუ მოლოდინებს, ასევე, ცვალებადი გარემოს მიმართ მათი დამოკიდებულებას.

ამასთანავე, ის მოიცავს ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული კვლევა სათავეს იღებს შელის ახალგაზრდული კვლევისგან (Shell Youth Study), რომელიც პერიოდულად ტარდებოდა გერმანიაში 1953 წლიდან მოყოლებული. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევა განახორციელა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წელს ჩატარდა და 7 წლის შემდეგ მოგვეცა განმეორებით განხორციელების შესაძლებლობა.

2023-ის ახალგაზრდობის კვლევის მონაცემების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ ბმულით.


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de