31.01.2023

სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა

საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სრულად უგულვებელყო და ცრუ ნარატივით შენიღბა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამფუძნებელი მამებისა და პოლიტიკური ლიდერების მიღწევები.

თანამედროვე საქართველოსთვის, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ ღირებულებებსა და პოლიტიკურ იდეებზე დაფუძნებული უახლესი ისტორიის სათანადოდ შეფასება და წარმოჩენა. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შექმნილ გამოცემაში თავმოყრილი ქართველი და ევროპელი სოციალისტების ტექსტები ქართველ მკითხველს - ისტორიკოსებს, პოლიტიკურ იდეათა ისტორიის მკვლევრებს, ეთნიკურ უმცირესობებსა და საკითხით დაინტერესებულ ფართო აუდიტორიას - აცნობს ისეთი მოწინავე ავტორების ხედვებს, როგორებიც არიან ოტო ბაუერი, ჟან ჟორესი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ირაკლი (კაკი) წერეთელი და ხარიტონ შავიშვილი.  ამ უკანასკნელის მემუარები პირველად გამოიცა ქართულ ენაზე და ავტორისეული, უნიკალური ხედვით წარმოაჩენს მეფის რუსეთის დაცემიდან რევოლუციამდელ, გარდამავალ, პერიოდს, ასევე, ჟენევაში ქართული და რუსული ემიგრაციის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი

თბილისი, 2022


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de