15.04.2025

საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება

კვლევა განიხილავს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს და ხაზს უსვამს მისი, როგორც ტრანსფორმაციული სტრუქტურის პოტენციალს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის.

ეს მიდგომა აფართოებს დაცულობის გაგებას საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლზე ხაზგასმით, უსაფრთხოების სტრატეგიებში სოციალური კეთილდღეობის უფრო ძლიერი კომპონენტების ჩართვით და დეცენტრალიზაციის ხელშეწყობით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი უამრავი საფრთხის გათვალისწინებით, სოციეტალური უსაფრთხოება პერსპექტიულ გზას გვთავაზობს მდგრადობის გასაძლიერებლად და სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად. ტრადიციული, სამხედრო-ცენტრისტული პარადიგმებიდან ფოკუსის გადატანით უფრო ინკლუზიურ მოდელზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს საზოგადოების კეთილდღეობასა და თანამონაწილეობას, საქართველოს შეუძლია შექმნას უსაფრთხოების კომპლექსური ლანდშაფტი და ააშენოს უფრო სტაბილური და ერთიანი მომავალი.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს წარმატებით დანერგვა მოითხოვს ყოვლისმომცველ და მრავალმხრივ სტრატეგიას. უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი ეტაპობრივი განხორციელებისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. ეს პროცესი მოიცავს განათლებას, დიალოგსა და შესაძლებლობების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს, რომ ძირითადმა დაინტერესებულმა მხარეებმა კარგად გაიგონ კონცეფციის არსი და გაითავისონ იგი.


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de