29.11.2023

ეროვნული კონსულტაცია კლიმატის, უფლებებისა და გადაადგილების შესახებ

ჩვენი პუბლიკაციის საშულებით შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში კლიმატით გამოწვეული შიდა მიგრაციის კომპლექსურ რეალობას.

შერჩეულ მუნიციპალიტეტებზე ფოკუსირებით, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და მთიან აჭარაში (ნინოწმინდა, წალკა, ხულო)  შეფასდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, პოლიტიკის სისუსტეები, საერთო პრობლემები და გამოიკვეთა რეკომენდაციები „ეკო-მიგრანტების“ მხარდამჭერი პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ინტერვიუები ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დოკუმენტი შემუშავდა ფრიდრიხ-ებერტის ფონდის (FES), სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა(RCDA)  და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (CWS) პარტნიორობით.


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de