26.03.2024

რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია 2024

2024 წლის 6-7 მარტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი), ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასსის წარმომადგენლობასა და National Endowment for Democracy (NED)-თან ერთად ჩაატარა ყოველწლიურ რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის საელჩო საქართველოში.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

კონფერენციას ესწრებოდა 250-ზე მეტი მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ მთავრობებს, ანალიტიკურ ცენტრებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და მედიას.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი  იყო ისლანდიის პრეზიდენტი, გოდნი ჯოჰანსონი.

კონფერენციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

6 მარტი: https://fb.watch/r2ePN9yNRP/

7 მარტი: https://fb.watch/r2eTLY2-rT/


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de