13.12.2024

შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ასოციაციის "ევროპის დროით" მიერ, სამი წლის მანძილზე, ხორციელდებოდა პროექტი "შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი".

შრომის ბიულეტენი პასუხობდა ყველაზე აქტუალურ და პრაქტიკულ შეკითხვებს შრომის პოლიტიკის სფეროში. შეკითხვებს სვამდნენ დამსაქმებლები, დასაქმებულები, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, HR სპეცილისტები, იურისტები. 3 წლის განმვლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა აისხა წიგნში "შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი". აქ არის შეკითხვები პასუხებზე, სასამართლო პრაქტიკა, შრომის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი და ავტორთა სხვა ნამუშევრები ევროკავშირის შრომის სამართალთან დაახლოების სფეროში. წიგნი ატორები არიან პროფესორი ეკატერინე ქარდავა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი. 


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de