გერმანული პოლიტიკური ფონდების განცხადება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ
ჩვენ, საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად მისი განხილვა არსებითად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მის ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან. თუ კანონი მიღებული იქნება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ყოველივე ეს უფრო მეტად შეზღუდავს სივრცეს კრიტიკული ხმებისთვის და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ გამოხატეს ევროპული მომავლის მტკიცე სურვილი და ამ კანონის კატეგორიული მიუღებლობა. ჩვენ ვიზიარებთ არაერთი პატივსაცემი ინსტიტუტის კრიტიკას კანონის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდოს ქართველი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და გაიწვიოს კანონი.
ორ ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. ორი ათეული წელია, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. მიღების შემთხვევაში, კანონი მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს სასიკეთოდ მიმართულ მთელს ჩვენს საქმიანობას
გარდა ამისა, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას, რომ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას „უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და კონრად ადენაუერის ფონდი
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი
საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
georgia(at)fes.de
სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
armenia(at)fes.de