მცირე და საშუალო საწარმოების როლი განვითარების პროცესებში
გერმანია მცირე და საშუალო საწარმოების თვალსაჩინო მოდელს წარმოადგენს. ამას განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: გერმანიის ადგილობრივი საბანკო სტრუქტურა, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული; ორმაგი პროფესიული სისტემა; დამსაქმებელთა ძლიერი ასოციაციებისა და პროფკავშირების დიდი სოციალური რესურსი; მთავრობის მხარდაჭერა მცირე და საშუალო საწარმოების კლასტერების მიმართ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული განვითარების ბანკი. როგორც წესი, განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს არ აქვთ წვდომა გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებზე. მცირეა ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ მეწარმეებისა და სამუშაო ძალის განვითარება. შემოსავალი დაბალია, SMEs-ის ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა კი - სუსტი. კვლევა გვიჩვენებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური წინსვლა აუცილებელია, მაგრამ ამის მისაღწევად სოციალური განახლებაა საჭირო. გერმანას სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში დიდი სოციალური კაპიტალით, ძლიერი ფინანსური და განათლების სისტემით და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სახელმწიფო დახმარებით შეუძლია გახდეს სტიმული განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების საკითხების წინ წამოსაწევად
ჰანსიორგ ჰერი და ზეინეპ მ. ნეტეკოვენი
თბილისი, 2019
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი
საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
georgia(at)fes.de
სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
armenia(at)fes.de