უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი

რონდელის ფონდმა, უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2024 წლის 23 თებერვალს ჩაატარა პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავს.

დიკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტირებული ელჩები: რობინ დანიგანი, შეერთებული შტატების ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი, ანა ლიბერგი, შვედეთის ელჩი, ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი, შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ელჩი და პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის ელჩი. დისკუსიას რონდელის ფონდის პრეზიდენტი, ეკატერინე მეტრეველი უძღვებოდა.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლექსანდრ შულჰამ ისაუბრა დასავლეთის მიერ უკრაინის გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე. ელჩებმა გააჟღერეს ქვეყნების პოზიციები უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის მიმართ, გამოხატეს უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერა და ისაუბრეს ომის დამთავრების გზებზე.

დისკუსიის მეორე პანელი უკრაინაში დღეს არსებულ ვითარებას მიეძღვნა. მეორე პანელში მონაწილეობა ევგენია გაბერმა, ეროვნული უსაფრთხოების კვლევების პროფესორმა,

გიორგი ბადრიძემ, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარმა და დანიელ შელიგოვსკიმ, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ხელმძღვანელმა მიიღეს. დისკუსიას რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი უძღვებოდა.

პანელური დისკუსიის შემდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისე მებრძოლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „სიცოცხლისთვის ბრძოლა სიცოცხლის ფასად“ – ჩვენება გაიმართა.

https://fb.watch/qBgBcxA-oo/


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de