13.12.2024

შრომის პოლიტიკის 10 წელი და ევროპული ინტეგრაცია საქართველოში 2014 - 2024

ასოცირების შეთანხმების დადებიდან გავიდა 10 წელი.

ამ წლების განმავლობაში ევროკომისია აქვეყნებდა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშებს, სადაც ასახავდა მიღწეულ ამოცანებს და სამომავლო რეკომენდაციებს. პროგრესის შეფასების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკა. ბროშურაში ასახულია 10 წლის განმავლობაში საქართველოს შრომის პოლიტიკის განვითარების დინამიკა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს, როგორ აფასებდა ევროკომისია საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო, საიმპლემენტაციო და ინსტიტუციურ რეფორმებს შრომის სფეროში. ბროშურა მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარის ეკატერინე ქარდავას მიერ. 


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de