სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმის, პრობლემური ანალიზი

კვლევა მიზნად ისახავს გურიისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების (ადგილობრივ) დონეზე მმართველობით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კანონით განსაზღვრული მექანიზმების, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გამოყენების შეფასებას.

კერძოდ, მისი პირველი ნაწილი ეთმობა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების აღწერას, – მიმოხილულია საკანონმდებლო სივრცე და მათი გამოყენების ზოგადი პრაქტიკა;

მეორე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ჩართულობის მექანიზმებიდან ერთ-ერთს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს. მისი ფუნქციონირების ზოგად და კონკრეტულ საკითხებს,  ეფექტიანობის ხარისხს, გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდურ მითითებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა გახლავთ თავისთავად უნიკალური, რადგანაც საქართველოს მასშტაბით ამ საკითხზე მსგავსი აკადემიური ნაშრომი ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

[Problematic analysis of the civic advisory council as a mechanism for citizen participation]

[Problematic analysis of the civic advisory council as a mechanism for citizen participation]

[Existing practices, challenges, opportunities]
Tbilisi, 2021

Download publication (590 KB, PDF-File)


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de