ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები.მაწანწრის უბნის ამბები. თელავი

წიგნი – „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“ უბნის წარსულსა და დღევანდელობაზე ერთდროულად მოგვითხრობს და ისტორიული უბნის შესწავლისა და განვითარების საინტერესო ხედვებს გვთავაზობს.

წიგნი „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი - მაწანწრის უბნის ამბები“ ამავე სახელწოდების პროექტის ერთგვარი შემაჯამებელი დოკუმენტია. პროექტი 2020-2022 წლებში განახორციელა სათემო განვითარების ცენტრმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით და მისი მიზანი მაწანწრის, ანუ ქალაქ თელავის, ერთი ისტორიული უბნის წარსულისა და დღევანდელობის კვლევა და მოსახლეობის ჩართულობით მის სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობის წახალისება გახლდათ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა: ისტორიული, სოციოლოგიური და მწვანე სივრცეების კვლევა და რამდენიმე სამეზობლო შეხვედრა. უბნის მაცხოვრებლებთან ჩაიწერა 40-ზე მეტი ინტერვიუ, რამაც საუბნო მეხსიერების კვლევასაც შეუწყო ხელი.

წიგნი – „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“ უბნის წარსულსა და დღევანდელობაზე ერთდროულად მოგვითხრობს და ისტორიული უბნის შესწავლისა და განვითარების საინტერესო ხედვებს გვთავაზობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცევა მსგავსი კვლევებით დაინტერესებული პირებისათვის და ქალაქის მესვეურებსაც გაუადვილებს საქმეს უბნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

No items found

ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de