02.10.2023

დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის

ახალგაზრდობის კვლევა 2023 - საქართველო ინიცირებული და დაფინანსებულია, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მიერ.

ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2017 წელს ჩატარდა და 7 წლის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა განმეორებით ჩატარებულიყო. პუბლიკაცია წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, ემპირიულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ახალგაზრდა თაობის განწყობას, ცნობიერებას თუ მოლოდინებს, ასევე, ცვალებადი გარემოს მიმართ მათი დამოკიდებულებას.  ამასთანავე, ის მოიცავს ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებს და საზოგადოებისთვის  მნიშვნელოვან საკითხებს.  აღნიშნული კვლევა სათავეს იღებს შელის ახალგაზრდული კვლევისგან (Shell Youth Study), რომელიც პერიოდულად ტარდებოდა გერმანიაში 1953 წლიდან მოყოლებული. ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲝᲑᲐ: ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲣᲠᲙᲕᲔᲕᲚᲝᲑᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ კვლევის პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიამ განიხილა კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, მათი გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდები თავის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო არასტაბილურად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცები და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები
  • ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.
  • გამოკითხულთა 63 პროცენტს სჯერა, რომ ახალგაზრდების ინტერესები მწირად, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ (18%) ჩაერთვებოდა.
  • ქართველი ახალგაზრდები ევროპას უმეტესად დადებითად აფასებენ. ახალგაზრდების 45% ევროპას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან აიგივებს, 38% კი - კულტურულ და სამეცნიერო მიღწევებთან. გამოკითხულთა დაახლოებით ერთი მესამედისთვის (35%) ევროპა ეკონომიკური კეთილდღეობისა და სიმდიდრის სივრცეა. მხოლოდ უმნიშვნელო წილი აკავშირებს ევროპას ისეთ უარყოფით სენტიმენტებთან, როგორიცაა არაკეთილგანწყობილება (3%), დემორალიზაცია და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა (5%) ან საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება (3%).

ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de