03.12.2025

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში და უახლესი ცვლილებები

2025 წლის 18 ნოემბერს, ქ. თბილისში, გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც შეეხო 2024 (დეკემბერი)-2025 (აპრილი) წლებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიზნებსა და ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმებთან.

ღონისძიება გახსნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა მარსელ როთინგმა. კვლევა წარადგინა ავტორმა ეკატერინე ქარდავამ.


საჯარო მმართველობა გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მასზეა დიდწილად დამოკიდებული მოქალაქეთა განწყობები სახელმწიფო აპარატისადმი. საჯარო მმართველობა ხასიათდება უწყვეტობით (განურჩევლად პოლიტიკური მმართველობის ცვლილებებისა) ასრულებს რა საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. საჯარო მმართველობის განხორციელების ძირითადი და ცენტრალური სუბიექტია საჯარო მოხელე. 


საქართველოში, საჯარო მმართველობისა და საჯარო მოხელის სამართლებრივი ყოფიერების ფუნდამენტები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. ეს კანონი მიღებულია 2015 წელს - განაცხადა რა საქართველოში საჯარო მმართველობის დემოკრატიული არსებობისა და საჯარო მოხელეთა სტაბილურობის, პროფესიონალიზმის, პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლების მიზნები და პრინციპები. 2024 წლის დეკემბრიდან, დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელმაც გამოიწვია არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საზოგადოებაში და გააჩინა ლეგიტიმური შეკითხვები. ეს საკითხი საჭიროებდა აკადემიურ და სამართლებრივ შესწავლას. ამდენად, განხორციელდა კვლევითი საქმიანობა. კვლევით დოკუმენტში წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების შედეგები გამჭვირვალობის, მიუმხრობლობისა და ობიექტურობის პრინციპებზე დაფუძნებით.
 


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de