ახალგაზრდობის კვლევის შედარებითი ანალიზი 2023: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო
კვლევები აერთიანებს თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს და ტარდება ადგილობრივ კვლევით ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში კვლევების მეორე ტალღა 2022 წელს ჩატარდა, 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. ამ კვლევების მიზანია გამოიკვლიოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამოკიდებულებები, იმედები, რწმენები, და სამომავლო პერსპექტივები. ამასთან, კვლევები მოიცავს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორებიცაა განათლება, დასაქმება და მობილობა, ოჯახი და მეგობრები, პოლიტიკური შეხედულებები და დამოკიდებულებები.
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების კვლევა ჩატარდა სამივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პერიოდში, რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური ცვლილებების, პანდემიისგან გამორკვევის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2023 წლის კონფლიქტის ფონზე. ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე, მათ მსოფლმხედველობაზე, რწმენებზე, დამოკიდებულებებზე, შეხედულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი
საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
georgia(at)fes.de
სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
armenia(at)fes.de